"ინტერის" ფესბურთელმა 2017 წლის "ოქროს ურნა" მიიღო

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი გაბრიელ ბარბოსა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით "ბენფიკაში" თამაშობს, 2017 წლის იტალიის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს.

"ოქროს ურნა", როგორც ამ "ტიტულს" უწოდებენ, 21 წლის ფეხბურთელს გადაეცა.

"ინტერმა" ბრაზილიელი ფორვარდი 2016 წელს "სანტოსიდან" 33,5 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ბაროსას არცერთი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია.

იგი 9 მატჩში შევიდა შეცვლაზე და 1 გოლის ავტორი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ განსაკუთრებული შანსი ფეხბურთელს არც ლისაბონურ კლუბში ეძლევა.

პორტუგალიის პრემიერლიგის 17 ტურში, მან მოედანზე მთლიანობაში 17 წუთი დაჰყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული