მან საუბარი ჯანლუიჯი დონარუმას შესაძლო ტრანსფერით დაიწყო.
"მან ჩვენნთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და როგორც განაცხადა, ამით ძალიან ბედნიერია.
მას ჩვენთვის არასდროს უთქვამს, რომ კლუბიდან წასვლა სურდა, მაგრამ მას თუ ამის სურვილი ექნება, ჩვენ ხელს არ შევუშლით.
"მილანს" არ სჭირდება ის ფეხბურთელები, რომლებიც აქ ბედნიერი არ არიან.
მე და მარკო ფასონე ტრანსფერებზე ერთად ვმუშაობთ და ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ.
რას ვიტყოდი ჯენარო გატუზოზე? ჩვენ მოგვწონს მისი მუშაობის მეთოდები.
ჩვენ გვჭირდება რაღაც
ბედნიერი ვარ, რომ გატუზოს სახით ისეთი პიროვნება ვიპოვეთ, რომელიც ამისთვის ჩემზე მეტს აკეთებს", - აღნიშნა მირაბელიმ.