თუმცა, მთავარი სატრანსფერო ფასია. ესპანელი ნახევარმცველი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული, რომლის გადახდაც "მილანს" არ შეუძლია. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ დეულოფეუ "ნაპოლიში" ან "ინტერში" გადაბარგდება.
დეულოფეუ "როსონერიში" გასულ სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა და 17 შეხვედრაში 4 გოლის ავტორი გახდა.
თუმცა შემდეგ "ბარსელონამ" ფეხბურთელი 12 მილიონ ევროდ გამოისყიდა.