სერია A-ს გამოტოვებული შეხვედრები: "რომას" მოუგებელი სერია გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის "სერია ა"-ში მე-12 ტურის გამოტოვებული ორი შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა რომაულმა გუნდებმა მიიღეს.

"სტადიო ოლიმპიკოზე" იასპარეზა "ლაციომ", რომელმაც "უდინეზე" უპრობლემოდ - 3:0 დაამარცხა. "არწივებს" 3 ქულის მოპოვების საკითხი მთელი თამაშის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ.

ანგარიში 22-ე წუთზე ავტოგოლით გაიხსნა. მარკო პაროლოს ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში სტუმართა მცველმა სამირმა ჩაჭრა. მასპინძლებმა 2-ბურთიან უპირატესობას მე-2 ნახევრის დებიუტშივე მიაღწიეს.

ფელიპე ანდერსონმა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და ნანის საგოლე გადაცემა მიაწოდა, რომელსაც ბიზარის დამწუხრება აღარ გასჭირვებია. დედაქალაქელებმა ერთი გოლი მატჩის მიწურულს
გაიტანეს. 87-ე წუთზე სედან ლულიჩმა ფედერიკო ანდერსონს შესანიშნავი გადაცემა მიაწოდა და ბრაზილიელმაც "უდინელთა" კარი აიღო, რითაც საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით, "ლაციომ" 46 ქულა დააგროვა, მილანის "ინტერს" გადაასწრო და მე-3 პოზიცია დაიკავა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრის გარანტიას იძლევა. "ბიანკოჩელესტის" პირველადგილოსან "ნაპოლისთან" 8 ქულა აშორებს.


მხოლოდ ქულას დასჯერდა მეორე დედაქალაქური გუნდი "რომა". "ჯალოროსიმ" და "სამპოდორიამ" "სტადიო მარასიზე" გოლები გაცვალეს და მატჩი 1:1 დაასრულეს.

ჯერ პირველი ნახევრის ბოლო წუთზე "მგლების" მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად კი ვეტერანმა ფაბიო კვალიარელამ გარდასახა.

სტუმრებმა ქულის გადარჩენა ბოლოსკენ მოახერხეს, არადა, მათ ამის შანსი იქამდეც ჰქონდათ. მარკო ანტუნეჩის ჩაწოდებულს ედინ ჯეკო დაუხვდა და საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.

ამ ფრის შემდეგ "რომას" მოუგებელი შეხვედრების სერია 5-მდე გაიზარდა, რის გამოც "ჯალოროსი" 41 ქულით  მე-5 პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

ახლა "სერია ა"-ში ყველა გუნდი თანაბარია და 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კალჩოს 22-ე ტურის მატჩები კი 27-28 იანვარს გაიმართება.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული