პრესაში კი ის სტატისტიკა გავრცელდა, რომელიც კლუბში გატუზოს მოსვლის შემდეგ დაფიქსირდა.
"მამაცი გულის" ხელმძღვანელობით, "მილანმა" ბოლო 7 შეხვედრის განმავლობაში მეტოქის კარის მიმართულებით 46-ჯერ დაარტყა, რაც სერია A-ს ყველა გუნდზე მაღალი შედეგია.
აქედან "მილანმა" 3 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 2-იც წააგო.
სერია A-ში 21 ტურია გასული და "მილანი" 31 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.