ჯენარო გატუზო: მსაჯს ერთი გოლი ჩვენთვის არ უნდა ჩაეთვალა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "მილანმა" "სან სიროზე" 2:1 დაამარცხა "ლაციო", ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 34 ქულით მე-7 პოზიციაზე დამკვიდრდა.

ნამატჩევს როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ აღიარა, რომ პატრიკ კუტრონემ ბურთი რომაელთა კარში ხელით შეაგდო:

"კარგი გუნდის დამარცხებით კმაყოფილნი ვართ. მადლობა ბიჭებს შესანიშნავი თამაშისათვის. რაც შეეხება კუტრონეს გოლს, თავიდან მეგონა თავით გაიტანა, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე სხვა რაკურსით ვნახე და უნდა ვაღიარო, არ იყო ჩასათვლელი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული