ჯენარო გატუზოს მოტივირების მეთოდი: ფეხბურთელები მას ურტყამენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2017 წლის ნოემბრის ბოლოს ჯენარო გატუზომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვინჩენცო მონტელა შეცვალა.

გატუზოს სადებიუტო მატჩი უხეირო აღმოჩნდა - "მილანი" სტუმრად "ბენევენტოსთან" ფრეს დასჯერდა. მაშინ ყველას ეგონა, რომ გატუზოს რამდენიმე მატჩის შემდეგ გაათავისუფლებდნენ, თუმცა უკვე იანვარია და იტალიელი კვლავ პოსტზეა, ხოლო "მილანმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო.

გასულ კვირას კი სულაც მესამე ადგილზე მყოფი რომის "ლაციო" დაამარცხა.

"მილანის" ტაქტიკაში ჯერ კიდევ არის კითხვის ნიშნები და გატუზოს, ალბათ, მოუწევს ბევრი რამის სწავლა, მაგრამ მისი მოტივირების მეთოდები ნამდვილად მუშაობს.

ერთ-ერთი ასეთი მეთოდი
გატუზომ "ლაციოსთან" მატჩის შემდეგ პირდაპირ მოედანზე გამართა. თამაშის შემდეგ მან ყველა ფეხბურთელი შემოიკრიბა წრეში და უფლება მისცა, მისთვის დაერტყათ.

"უბრალოდ, მინდა, მათ ბედნიერება მივანიჭო. განსაკუთრებით, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გაბრაზებულები არიან ჩემზე, რომ სკამზე დავსვი. ახლა მათ აქვთ შანსი, სამაგიერო გადამიხადონ", - თქვა გატუზომ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
chveni parlamentis wevrebi rom asetive metodit xelmdzgvanelobdnen,xom ashendeboda es qveyana.tu ar ashendeboda da,guls ki ara da,xelisguls xom mainc movifxandit.
a kido
12:05 30-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული