იტალიის ნაკრები გამოირიცხა - ანჩელოტის კლუბის გაწვრთნა სურს

AutoSharing Option
ცნობილ იტალიელ სპეციალისტ კარლო ანჩელოტის მარტო კლუბის გაწვრთნა სურს, - ამის შესახებ 58 წლის მწვრთნელმა Corriere dello Sport-ს განუცხადა.

"ჩემი მიზანია, რომ კლუბი ჩავიბარო და ამ ეტაპზე მე ნაკრების დამრიგებელი არ გავხდები. რომელი იქნება ეს კლუბი? სია ძალიან დიდია და არჩევანიც საკმაოდ მაქვს. რამდენიმე თვე მოიცადეთ და ყველაფერი ცნობილი გახდება", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნიდან" დათხოვნის შემდეგ ჯერაც უმუშევარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული