"სერია A-ში ერთადერთი კლუბი ვართ, რომელსაც ბანკის ვალი არა აქვს. რაც "ნაპოლი" ჩავიბარე, სერიოზულად გავძლიერდით. "იუვეზე" სამჯერ ნაკლები შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ანგარიში მათსაზე უფრო მოწესრიგებულია.
"ბებერი ქალბატონი" იტალიის ყველაზე გავლენიან ოჯახს ეკუთვნის. ანიელების ოჯახი უკვე 100 წელზე მეტი ხანია მისი პატრონია. აქ საქმე ფულში კი არა კავშირებშია, რომელთა წყალობით მათ თავისუფლად შეუძლიათ საკითხების გადაწყვეტა. ეს ყველა დონეზე მუშაობს.
არა მგონია ჩვენი მომავალი მატჩი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში