"მილანს" ანდრეა ბელოტის შეძენა კვლავ სურს

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" იტალიის ნაკრებისა და "ტორინოს" ფორვარდ ანდრეა ბელოტის შესაძენად ისევ იბრძოლებს. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ ისაუბრა. მისი თქმით, ანდრეა შესანიშნავი ფეხბურთელია და "როსონერი" მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.

როგორც იცით, ბელოტი "მილანის" დიდი გულშემატკივარია და ამ კლუბში გადასვლასთან ზაფხულში ძალიან ახლოს იყო, თუმცა კლუბებმა ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს და საბოლოოდ, "როსონერიში" ნიკოლა კალინიჩი ჩაირიცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული