დი ბიაჯო ბალოტელის იტალიის ნაკრებში დააბრუნებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების დროებითი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დი ბიაჯო "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში მარიო ბალოტელის დაბრუნებას გეგმავს. "ნიცას" ფორვარდს იტალიის ნაკრების ფორმა უკვე ოთხი წელია არ მოურგია. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, დი ბიაჯო ნაკრებში ასევე ჯანლუიჯი ბუფონის და ჯორჯო კიელინის გამოძახებასაც გეგმავს.

თუმცა, იტალიური პრესის მტკიცებით, დი ბიაჯო შანსს, ძირითადად, ახალგაზრდებს მისცემს და ისეთ ფეხბურთელებს გამოიძახებს, როგორებიც - ჯანლუიჯი დონარუმა, დანიელე რუგანი, ალესიო რომანიოლი, რობერტო გალიარდინი, ფედერიკო ბერნანდესკი, დავიდე კალაბრია, მანუელ ლოკატელი და პატრიკ კუტრონე არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული