"ნაპოლისთან" დიდებული მოგონებები მაკავშირებს. ყოველთვის გული მიჩქარდება, როდესაც იქ გადაღებულ სურათებსა თუ ვიდეოებს ვუყურებ. ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, რომელიც ახლა "ტორინოს" ავარჯიშებს.
იმედი მაქვს, რომ ის თავის ახლანდელ კლუბში წარმატებებს მიაღწევს, რადგან იგი შესანიშნავი პიროვნებაა. მინდა, "ტორინოს" წევრი კიდევ ერთი პიროვნება გამოვყო და ეს ანდრეა ბელოტია. მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე და მას შესანიშნავი მონაცემები აქვს, რათა დიდი ფეხბურთი