ედისონ კავანის "ნაპოლის" გახსენებაზე გული უჩქარდება

AutoSharing Option
პსჟ-ის და ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ედისონ კავანიმ "ნაპოლიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. სამხრეთამერიკელი იტალიური კლუბის მაისურს სამი სეზონის განმავლობაში ირგებდა.

"ნაპოლისთან" დიდებული მოგონებები მაკავშირებს. ყოველთვის გული მიჩქარდება, როდესაც იქ გადაღებულ სურათებსა თუ ვიდეოებს ვუყურებ. ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი მწვრთნელი ვალტერ მაცარი, რომელიც ახლა "ტორინოს" ავარჯიშებს.

იმედი მაქვს, რომ ის თავის ახლანდელ კლუბში წარმატებებს მიაღწევს, რადგან იგი შესანიშნავი პიროვნებაა. მინდა, "ტორინოს" წევრი კიდევ ერთი პიროვნება გამოვყო და ეს ანდრეა ბელოტია. მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე და მას შესანიშნავი მონაცემები აქვს, რათა დიდი ფეხბურთი
ითამაშოს. მას შეუძლია დიდი ჩემპიონი გახდეს", - აღნიშნა კავანიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული