01:54 10-02-2018
ბუფონისა და ალეგრის საიუბილეო მატჩში "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა[VIDEO]
AutoSharing Option
ამ თამაშმა ფლორენციაში დიდი ინტერესი გამოიწვია. "ვიოლას" ბომბარდირმა ჯოვანი სიმეონემ თქვა, ქალაქში სადაც კი შევხვდი ტიფოზებს, ყველამ გოლის გატანა და "იუვეს" დამარცხება მთხოვაო. ვერ შეუსრულა თხოვნა ფანებს დიეგოს ძემ, თუმცკი ცდა არ დაუკლია.
ეს ბიანკონერიში იტალიის ჩემპიონატზე 40 წლის მეკარის ჯიჯი ბუფონის მე-500 მატჩი იყო, ხოლო მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრისთვის ყველა ტურნირზე მე-200. აქედან მისმა გუნდმა 2014 წლიდან მოყოლებული 142 მოიგო, 32 ფრედ დაასრულა და 26 წააგო.
უნდა ითქვას, მასპინძლებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს, ნაანტრაქტევს ანგარიში "ფიორენტინას" ყოფილმა ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ საჯარიმოდან გახსნა, რომელსაც გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, სტეფანო პიოლის შეგირდებმა ქულის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლეს, ბოლოს ვაბანკზე წავიდნენ, ზურგი მოუშიშვლდათ და გონსალო იგუაინმა მეორედ დაამწუხრა მათი გოლკიპერი მარკო სპორტიელო (ეს მიმდინარე პირველობაზე პიპიტას მე-14 გოლია).
უნდა აღინიშნოს, რომ 0:0-ზე ბურთი ხელზე ჯორჯო კიელინის მოხვდა, მსაჯმა მარკო გვიდამ ჯერ დანიშნა პენალტი, ვიდეოგამეორებაზე ნახვის შემდეგ კი გააუქმა, აქაოდა მარკო ბენასი ბურთის ჩაწოდებისას თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდაო. ისიც სათქმელია, რომ ტაიმის მიწურულს ჟილ დიაშმა ბურთი ძელს გაარტყა.
დღეს "ნაპოლი" მესამე ადგილზე მყოფ "ლაციოს" უმასპინძლებს და პირველი პოზიციის დაბრუნებას შეეცდება. მოკლედ, იტალია ტოპ-5 ჩემპიონატიდან ერთადერთია, სადაც საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნებულია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მადლობა რომ შეასწორეთ მექანიკური ხარვეზი, ვაფასებ თქვენს ყურადღებას მკითხველის მიმართ!!!
0
0
85-ე წუთზე იგუანმა მეორე გოლი გაიტანა ფიორეს კარში და იუვემ 2:0 მოიგო, აქ წერთ 1:0 დაამარცხაო)))))
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული