იტალიის ჩემპიონატის 24 ტურში, პარასკევს "იუვენტუსმა" გაჭირვებით მოუგო "ფიორენტინას" 2:0 და გალიდერდა. როგორც აღმოჩნდა, ისევ დროებით, რადგან შაბათს "ნაპოლიმ" იმ "ლაციოს" უმასპინძლა, რომელსაც პირველ წრეში 4:1 სძლია.
კვლავ დაამარცხეს ნეაპოლელებმა რომაელები, კვლავ 4:1 და კვლავ დაიბრუნეს პირველი პოზიცია. არადა, მატჩი მოულოდნელად დაიწყო - იმობილემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, დე ვრეი ოდნავ შეეხო მას და ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა. ამის შემდეგ მასპინძლები თითქოს დაიბნენ და კარგა ხანი ვერ დაალაგეს თამაში.
ბედად, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კალეხონმა საპასუხო გოლი გაიტანა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში "ნაპოლი" გაძევებული მწვრთნელის მაურიციო სარის და კაპიტნის ჰამშიკის გარეშე გავიდა, რომელიც ძალზედ წარმატებულად შეცვალა ზელინსკიმ - შედეგად, ნაანტრაქტევს სარის გუნდმა ორი სწრაფი გოლი გაიტანა (უოლასმა ავტოგოლი და ზელინსკიმ) და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. მერე ზელინსკის პასით მერტენსმაც იხეირა და აქტიურ ინსინიესაც შეეძლო გატანა, როდესაც სტრაკოშამ არ დაანება კარის აღება.
ერთი სიტყვით, სერია A-ში საჩემპიონო რბოლა გრძელდება.
და რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ აღინიშნოს გარდასახული "მილანის" მიერ სტუმრად "სპალის" განადგურება (4:0) და პატრიკ კუტრონეს შესრულებული დუბლი. როსონერის მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თქვა, რომ ორ თვეში გუნდმა ტრანსფორმირება მოახერხა, მაგრამ არ უნდა მოდუნდნენ და ბევრი რამა აქვთ დასახვეწი.
02:52 11-02-2018
სერია A. XXIV ტური: "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნაპოლიმ თამაში შემოატრიალა და ძალიან მაგარ თამაშში დაამარცხა ლაციო,მაგრამ მე ინსინიეს საოცარი დარტყმების შთაბიჭდილების ქვეშ ვარ.თუმცა გოლი ვერ გაიტანა,მაგრამ მის მიერ დარტყმულებს მოფიქრება სჭირდებოდა,შესრულებაზე აღარაფერს ვამბობ.ასეთებს მესიც კი არ აკეთებს.
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული