ჯენარო გატუზო სერია A-ში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელია

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, "მილანის" მწვრთნელის ჯენარო გატუზოს წლიური ხელფასი 120 ათასი ევროა, რაც ახალგაზრდული გუნდიდან მთავარი გუნდის მწვრთნელად გადაიყვანეს, გასამრჯელო არ მოუმატეს და სერია A-ს გუნდებიდან ყველაზე დაბალანაზღაურებადი სპეციალისტია.

რინოს ხელფასს იმ შემთხვევაში მოუმატებენ, თუ როსონერი ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზებს.

იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები არიან მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი, 7 მილიონი) და ლუჩანო სპალეტი (ინტერი, 4 მლნ).
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუცილებლად მოუმაატებენ.
სოსო
20:14 13-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული