"ახლა ძალიან ადვილია ასეთი როსონერის მწვრთნელობა, მაგრამ ხვალ ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. თამაშისას ყველაფერს ძალზედ ემოციურად განვიცდი. ბიჭებს ცეცხლის დასანთებად ნაპერწკალი ესაჭიროებათ. ისინი მთავარი გმირები არიან, მე კი მხოლოდ იდეებს ვთავაზობ.
როდესაც გუნდი ჩავიბარე, არაფრის მოლოდინი არ მქონდა. მარტო ის ვიცოდი, რომ მძიმე სიტუაციაში მომიწევდა მუშაობა. ტანჯვა მომწონს და ამიტომ ავირჩიე "მილანი". ეს ჩემი სახლია. აქ ვთამაშობდი 14 წელი და ესაა ჩემი ნაწილი".