ლორენცო ინსინიე "ნაპოლიში" სიმაღლის გამო არ აჰყავდათ

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ გაიხსენა, რომ გუნდში არ აჰყავდათ, ვინაიდან ტანმორჩილია (163 სმ).

""ნაპოლიში" "სან პაოლოზე" თამაში ჩემი ოცნება იყო. ფეხბურთის გარდა არაფერზე არ ვფიქრობდი. მერე კი პრობლემა შემექმნა, როდესაც სინჯებზე "ინტერში", "ტორინოსა" და თვით "ნაპოლიში" ვიმყოფებოდი. მამაჩემს ეუბნებოდნენ, მოგვწონს, თუმცა დაბალიაო.

იტალიელები გულახდილნი არიან. არსად არ მიყვანდნენ სიმაღლის გამო. რა უნდა მექნა? იმის იმედით ვიძინებდი, რომ უფრო მაღალი გავიღვიძებდი. გადავწყვიტე ფეხბურთზე თავი დამენებებინა. მამამ მკითხა, კარგი, მერე რას იზამო? სკოლის გუნდში გავაგრძელე თამაში და 15 წლისას "ნაპოლიში" მომცეს შანსი.

ჰოდა, აგერ უკვე 6 წელის "ნაპოლიში" ვარ და ყოველი გოლი ისე მიხარია, თითქოს პირველად გავიტანე".









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული