პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ალფონსო არეოლოსა და კევინ ტრაპის თამაშით. ამიტომ ისინი პირველ ნომრად 18 წლის მეკარეს განიხილავენ.
დონარუმამ "როსონერისთან" პროფესიონალური კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში გააფორმა, თუმცა მისი აგენტი მინო რაიოლა ამ ხელშეკრულებით უკმაყოფილო იყო და მას პსჟ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაუწყია.