ლუიჯი დი ბიაჯო მარიო ბალოტელის ნაკრებში დააბრუნებს

AutoSharing Option
La Repubblica იუწყება, რომ სკუადრა აძურას დროებითმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ "ნიცას" თავდამსხმელის მარიო ბალოტელის გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა.

მარტის ბოლოს იტალიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებში არგენტინასა და ესპანეთს შეხვდება და დი ბიაჯი ბალოს იხმობს, რომელიც 2014 წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში არ გამოუძახებიათ.