მაურიციო სარი: დარჩენილი 12 მატჩიდან 11 უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "კალიარის" დამარცხების (5:0) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა:

"მეტოქემ წინააღმდეგობა პირველ გოლამდე გაგვიწია, მეორე გოლის მერე კი საერთოდ დაგვნებდა. "იუვენტუსი" სულ იმარჯვებს, რაც ჩვენზე ზეწოლას ახდენს. მათ ძლიერი თვისებების კარგი გუნდი ჰყავთ.

შევძლებთ თუ არა 100 ქულის მოგროვებას? ყველაფერი ღმერთის ნებაა! მუდამ ვცდილობთ თამაშის გაუმჯობესებას, მაგრამ არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა ამას. ეს გამოუცნობი თეორიაა. დარჩენილი 12 მატჩიდან 11 უნდა მოვიგოთ. ესაა მთავარი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული