შოუ გრძელდება - ჯანლუიჯი ბუფონი "სკუადრა აძურას" უბრუნდება

AutoSharing Option
ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "სკუადრა აძურას" მორიგ ორ შეხვედრაში ნაკრების შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ პრესას იტალიელთა დროებითმა მესაჭე ლუიჯი დი ბიაჯომ განუცხადა.

მისი თქმით, 23 მარტს ჯერ არგენტინასთან, ხოლო 27 მარტს ინგლისთან იგი ბუფონს გამოიძახებს და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ტურინის "იუვენტუსის" კარის დარაჯის მომავალი ნაკრებში.

ბუფონმა სანაკრებო კარიერა 2017 წლის 13 ნოემბერს, შვედეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ დაასრულა. როგორც იგი ამბობდა, ბუცებს იგი ლურსმანზე მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩამოკიდებდა.

თუმცა, 40 წლის მეკარის ბოლო განცხადებას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მან
აქტიური სპორტული კარიერა სულაც არ დაასრულოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული