"გვახსოვს შენი გამარჯვების გოლი "ინტერის" კარში" - "მილანმა" კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს 27 თებერვალს კახა კალაძე 40 წლის გახდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს დაბადების დღე მისმა ყოფილმა გუნდმა "მილანმა" სოციალურ ქსელში მიიულოცა.

იტალიურმა კლუბმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კალაძემ "ინტერის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა

"გვახსოვს შენი გამარჯვების გოლი "ინტერის" კარში. ვფიქრობთ, ეს არის საუკეთესო მეთოდი დაბადების დღის მისალოცად", - წერია პოსტში.

კალაძე "მილანის" შემდეგ "ჯენოას" ღირსებას იცავდა, სადაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა და პოლიტიკაში გადაინაცვლა. იგი ჯერ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი იყო, ხოლო ახლა თბილისის მერის თანამდებობა უკავია.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ
ტიმო
17:24 27-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული