"ნაპოლის" ფანებმა თოვლის მოსვლა "იუვენტუსის" დამცირებით აღნიშნეს [PHOTO]

AutoSharing Option
ნეაპოლში 1956 წლიდან პირველად, თოვლი წამოვიდა. "ნაპოლის" ფანებმა ტურინის "იუვენტუსის" დასამცირებლად ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ქალაქის ბევრმა მცხოვრებმა თოვლი ცხოვრებაში საერთოდ პირველად ნახა.

"ნაპოლის" ფანებმა კი ქალაქი "ბებერი ქალბატონის" შეურაცხმყოფელი წარწერებით გაავსეს: Juve merda ("იუვენტუსი ნეხვია"). წარწერები, უმეტესწილად, ავტომობილებსა და სახლების სახურავზე ჭარბობდა, თუმცა არც ასფალტზე დაუკლიათ.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში "ნაპოლი" პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო "იუვენტუსი" 4 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლელებმა ჩემპიონატის მოგება ბოლოს 1990 წელს შეძლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული