იტალიური პრესა: "მილანი" და პეპე რეინა შეთანხმდნენ

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნაპოლის" კარის დარაჯი პეპე რეინა კარიერას "მილანში" განაგრძობს. ესპანელი მეკარე "როსონერისთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ის ლომბარდიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ჯერჯერობით, ცნობილი არაა, რა ბედი ელის ჯანლუიჯი დონარუმას, რომელსაც პსჟ-ს უკავშირებენ. მისი დარჩენის შემთხვევაში, რეინას მეორე ნომრად დაკმაყოფილება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული