"ნაპოლი" სახლში "რომასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ნაპოლი" მოულოდნელად "სან პაოლოზე" "რომასთან" 1:4 დამარცხდა და მართალია "იუვენტუსს" ჯერაც უსწრებს, მაგრამ ბიანკონერის ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და თუ 14 მარტს გადადებულ შეხვედრაში "ატალანტას" მოუგო, გალიდერდება.

ასე დასრულდა სერია A-ში "ნაპოლის" 10-მატჩიანი მოგების და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია. თუმცა, ყოველთვის არ გაგიმართლებს და თამაშით დამარცხების ღირსი არ იყო.

ამ თამაშში მასპინძელთაგან გოლები ინსინიემ და მერტენსმა, ხოლო სტუმართაგან უნდერმა, ჯეკომ (2) და პეროტიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გაშვებულ გოლში ბრალი ნეაპოლელთა პორტუგალიელ მარცხენა მცველს მარიუ რუის
მიუძღვის, რომელიც ტრავმირებულ ალჟირელ გულამის ცვლის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული