მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრებში აბრუნებენ

AutoSharing Option
ამას წინათ სკუადრა აძურას დროებითმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ განაცხადა, რომ "ნიცას" თავდამსხმელის მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრებში გამოძახებაზე ფიქრობს.

Nice-Matin-ის ცნობით, დი ბიაჯო მარტის მეორე ნახევარში არგენტინასთან და ესპანეთთან ჩასატარებელი ამხანაგური  მატჩებისათვის 23 ფეხბურთელს იხმობს და მათ შორის სუპერმარიოც იქნება.

იტალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობას ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაქვეყნებენ.

ბალოს ნაკრებში 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული