სარი - ჟურნალისტს: ლამაზი ქალი ხართ და ვერ გეტყვით, რომ წახვიდეთ უკანალში

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" მიუხედავად ჩინებული ასპარეზობისა, ვერ გაუძლო "იუვენტუსთან" სერია A-ში კონკურენციას და მისმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ "ინტერთან" უგოლოდ ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ოქროს მედლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

გეცოდინებათ, სარი ერთობ დელიკატური პიროვნებაა, მაგრამ ქალი ჟურნალისტის კითხვამ სკუდეტოსთვის ბრძოლაში უშანსოდ დარჩენის შესახებ ძალიან გააღიზიანა, თავი ვერ შეიკავა და მკვახედ მიუგო:"ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ხართ და ამ ორი მიზეზის გამო ვერ გეტყვით - წადით უკანალში".

სარი ამის შემდეგ მიხვდა, რომ მოუკრეფავში გადავიდა და ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული