"ნაპოლიმ" სახლში "ჯენოა" ძლივს დაამარცხა და "იუვენტუსს" 2 ქულით ჩამორჩება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 29-ე ტურში "ჯენოა" გვარიანად გაუძალიანდა "სან პაოლოზე" "ნაპოლის", ლორენცო ინსინიემ და დრის მერტენსმა ბურთი ძელს გაარტყეს,  72-ე წუთზე კი მცველმა რაულ ალბიოლმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა და "ნაპოლიმ" "იუვენტუსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

ამ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ნეაპოლელთა კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა და მე-20 წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული