კლუბის საიტი იუწყება, რომ ჯორჯოს მარჯვენა ბარძაყის კუნთი სერიოზულად არ აქვს დაზიანებული, იტალიის ნაკრებს ორ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება, თუმცა 3 აპრილს "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩისთვის მწყობრში ჩადგება.
კიელინი ფიზიოთერაპიის კურსს გაივლის და ექიმები ყოველდღე დააკვირდებიან.