ნახევარი წლის უთამაშებელმა ანდრეა კონტიმ კვლავ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა "მილანის" გულშემატკივართათვის. "როსონერის" მცველ ანდრეა კონტის, რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა, კვლავ ლაზარეთში მოუწევს გადანაცვლება.

24 წლის ფეხბურთელმა დღეს ვარჯიშისას დაზიანება მიიღო. დეტალური სამედიცინო გამოკვლევა კი ცხადყოფს, თუ რა დრო გაუცდება ანდრეას.

კონტი "მილანის" განაცხადში სერია "ა"-ს გასულ ტურში "კიევოსთან" დაბრუნდა, იქამდე კი მძიმე ტრავმის გამო 6 თვე უქმობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული