ალეგრი - დიბალას "ატლეტიკოში" შესაძლო გადასვლაზე: სიმეონეს ეგ ბიჭი სადილზე მაინც დაეპატიჟებინა

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა მადრიდში "ატლეტიკოს" თანამემამულე მწვრთნელს დიეგო სიმეონეს შეხვდა და მის გუნდში გადასვლაზე დაიყოლია.

Football Espana-მ კი იუწყა, რომ როხიბლანკოს სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა ფეხბურთელის ძმას ესაუბრა და კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

ამაზე კომენტარის გაკეთება ბიანკონერის თავკაცს მასიმილიანო ალეგრის სთხოვეს. აი, რა თქვა ალეგრიმ: "სიმეონეს ეგ ბიჭი სადილზე მაინც დაეპატიჟებინა. პაულოსთვის სეზონის კარგად დასრულებაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან იტალიის პირველობის დარჩენილი მატჩები აქვს ჩასატარებელი და მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა გაემგზავროს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული