მასიმილიანო ალეგრიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ გუნდიდან მიდის

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "რეალთან" ტურინში განადგურების შემდეგ, "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა გუნდის ძირეულად გადახალისება გადაწყვიტეს და მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის სამუშაოდან დაითხოვენ.

საფეხბურთო ექსპერტი ლუკა მომბლანო ამტკიცებს, რომ ზაფხულში გუნდიდან წასვლის შესახებ ალეგრიმ ფეხბურთელებს უკვე აუწყა.

ალეგრის მემკვიდრედ დროებით უმუშევარ კარლო ანჩელოტის მიიჩნევენ, რომელიც "ბიანკონერის" 1999-2001 წლებში ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა 2001-2009? დააზუსტეთ ხოლმე სანამ ესეთ სისულელეს დაწერთ...ბებიაჩემმაც იცის რომელ წლებში ედგა ანჩელოტი იუვეს სათავეში
forzajuve
01:10 06-04-2018
0
მაგ წლებში მილანს წვრთნიდა იუვეს 99-01 წლებში ჩაასწორეთ ან დახურეთ საიტი ))))))
ტიტუ
15:00 06-04-2018
0

სიახლეები პოპულარული