სერია A. XXXI ტურის წინ: ჯუჯა და გოლიათი

AutoSharing Option
სერია A-ს ლიდერი და სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი "იუვენტუსი" აუტსაიდერ "ბენევენტოს" სტუმრობს. რა გული გაგვიძლებს, ეს შეხვედრა ჯუჯისა და გოლიათის დაპირისპირებად არ მოვნათლოთ.

ტურინელები გაბრაზებულები არიან. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კარგად იცის, რომ "რეალთან" პირველი მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შანსი (თუ არ ჩავთვლით რაღაც სასწაულს) აღარ აქვს. ამიტომ, ტურინელებმა აქცენტი შიდა ჩემპიონატზე უნდა გადაიტანონ და ამას გააკეთებენ კიდეც. აღსანიშნავია, რომ "ქალბატონს" უბრუნდება ტრავმირებული ფედერიკო ბერნარდესკი.

ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" თითქმის უიმედოდ დამარცხებული "რომა" ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ფიორენტინას" მიიღებს.
რომაელებს, წესით, სერიოზული დანაკლისი უნდა ჰქონდეთ. ტრავმირებულია ახალგაზრდა თურქი შემტევი ჩენგიზ იუნდერი. არადა, ბოლო დრომდე ის შესანიშნავ ფორმაში იყო...

საინტერესო უნდა გამოდგეს შეხვედრა "ტორინოსა" და "ინტერს" შორის. მილანური დერბი "ნერაძურისთვის" უიღბლოდ წარიმართა. თვით ჯენარო გატუზომაც აღიარა, რომ გამარჯვებას "ინტერი" იმსახურებდა.

მართალია, სატურნირო თვალსაზრისით ფრე სულაც არ იყო კატასტროფა, მაგრამ მაურო იკარდის რომ მეტი სიზუსტე გამოეჩინა, ლუჩანო სპალეტის გუნდი აუცილებლად მოიგებდა.

ევროპალიგაზე გადაღლილი "ლაციო" "უდინეზესთან" ფავორიტის რანგში ითამაშებს და აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან რომაელთათვის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვიან, ყველა ქულას მართლაც რომ ოქროს ფასი აქვს.

"მილანმა" "სასუოლოს" უნდა სძლიოს."მადონინას" დასრულების შემდეგ გატუზომ პირობა დადო, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. ამის შანსი დიდი არ არის, მაგრამ სანამ ის არსებობს, მოფრთხილება სჭირდება.

სკუდეტოს მაძიებელი "ნაპოლი" კი, რომელიც ლიდერს ჩამორჩა (ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო), "კიევოს" დაუხვდება და, წესით, 3 ქულას გაიფორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, "იუვენტუსს" ვეღარ დაეწევა...

ფაქტები
"რომამ" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ფიორენტინას".
სპალ-მა უკანასკნელ 3 ტურში ფრედ ითამაშა.
"სამპდორიამ" ბოლო 3 გენუის დერბი მოუგო "ჯენოას".
"ტორინოსა" და "ინტერის" ბოლო ოთხ შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
"ბოლონიამ" ფრედ დაასრულა ბოლო 2 მატჩი.
"ნაპოლიმ" ბოლო შეხვედრაში ვერ შეძლო "კიევოს" დამარცხება.
"უდინეზესა" და "ლაციოს" ბოლო 4 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
"უდინეზემ" წააგო სერია A-ს ბოლო 7 მატჩი.
"მილანმა" ბოლო 3 მატჩი მოუგო "სასუოლოს".

სერია A. XXXI ტური
შაბათი, 7 აპრილი
ბენევენტო-იუვენტუსი 17:00
რომა-ფიორენტინა 20:00
სპალ-ატალანტა 20:00
სამპდორია-ჯენოა 22:45

კვირა, 8 აპრილი

ტორინო-ინტერი 14:30
კროტონე-ბოლონია 17:00
ნაპოლი-კიევო 17:00
ვერონა-კალიარი 17:00
უდინეზე-ლაციო 20:00
მილანი-სასუოლო 22:45

ბომბარდირები: 26 - ჩირო იმობილე (ლაციო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 18 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 17 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 14 - ედინ ჯეკო (რომა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იუვეს გოლიათობა რეალთან გამოჩნდა.. ჯობია ისევ კროტონებს და სასუელოებს ეჭიდაოს
Chaachi
12:19 07-04-2018
1
გაბანძდა იტალიის ჩემპიონატი ბოლო წლებია! როგორ მოუგებს რეალს, სადაც ბეილი ძირითადში ვერ ხვდება, რონალდუ კი დაფრინავს?! ბენევენტო კი არა წნორის მილანს უნდა გააჯიბრო ეგენი
შოთა
13:19 07-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული