"ნაპოლი" 89-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 31 ტურში "ნაპოლიმ" "სან პაოლოზე" 2:1 დაამარცხა "კიევო".

51-ე წუთზე დრის მერტენსმა პენალტი ვერ გამოიყენა, 73-ე წუთზე კი ვერონელმა მარიუშ სტეპინსკიმ გახსნა ანგარიში. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მასპინძლები უნდა დამარცხებულიყვნენ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა არკადიუშ მალიკმა 89-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა, 90+3-ე წუთზე კი ამადუ დიავარამ ნეაპოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ნაპოლი" "იუვენტუსს" 4 ქულით ჩამორჩება და 15 აპრილს სტუმრად "მილანს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული