უდინელებმა კალჩოში გუშინ ზედიზედ მე-10 შეხვედრა დათმეს და ამჟამად 33 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან.
ყველაზე ცუდი შედეგი, ზედიზედ 11 მარცხი, იტალიის ჩემპიონატში ორ მწვრთნელს, მარიო ვარჯლიენის და მაურო სანდრეანის აქვთ.
პირველი მათგანი 1946-46 წლებში "ტრიესტინას", მეორე კი 1995-95 წლებში "პადოვას" ავარჯიშებდა.
"უდინეზე" 22 აპრილს "კროტონეს" მასპინძლობს და შესაძლოა, ყველა დროის ანტირეკორდსაც გაუტოლდეს.