რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებს 20 მაისს ჩაიბარებს

AutoSharing Option
დადასტურდა იტალიის ნაკრების მწვრთნელად რობერტო მანჩინის დანიშვნა. Sport Mediaset-ის ცნობით, ამას ოფიციალურად 20 მაისს გამოაცხადებენ.

რობერტომ "ზენიტთან" შარშან გააფორმა 3+2 სისტემის კონტრაქტი, რომლის გაწყვეტაც მოუწევს.

28 მაისს სკუადრა აძურა ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთს შეხვდება და ამ მატჩში გუნდს უკვე მანჩინი უხელმძღვანელებს. ის დროებით მწვრთნელს ლუიჯი დი ბიაჯოს შეცვლის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული