"ბენევენტომ" სერია A-ში სტუმრად პირველი გამარჯვება "მილანთან" მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში "მილანი" "სან სიროზე" 0:1 დამარცხდა აუტსაიდერ "ბენევენტოსთან". გოლი 29-ე წუთზე იემელომ გაიტანა.

არადა, წაგების შემთხვევაში სტუმართა გუნდი ვადამდე დატოვებდა სერია A-ს და ვინ იფიქრებდა თუ გამარჯვებას მოახერხებდა?

"ბენევენტომ" ქვეყნის პირველობაზე პირველი გასვლითი მატჩი მოიგო და როსონერი ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ამ სეზონში 4 ქულა მოიპოვა.

ისიც აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მე-80 წუთზე სტუმართა გუნდის ფეხბურთელს, დიაბატეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

როსონერიმ ბოლო 6 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და 54 ქულით სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული