ნამატჩევს "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა:
"ორივე გუნდმა საშინლად ითამაშა. ფაქტიურად კარში დარტყმები არ ყოფილა. ბოლოს უფრო ფრთხილად თამაში გვმართებდა და სტანდარტულიდან გოლი არ უნდა გაგვეშვა. ახლა ერთი დღე დავისვენებთ და ჩემის აზრით, "ინტერთან" სეზონის გადამწყვეტი შეხვედრისთვის მზადებას შევუდგებით.
ჯერ მაინც ლიდერები ვართ. წინ 4 ტურია. ვნახოთ, რა მოხდება. "ნაპოლი" მოგებისთვის ქებას იმსახურებს. მათ გამარჯვება სჭირდებოდათ. ჩვენ ან უნდა მოგვეგო ან არ უნდა წაგვეგო".