მაურიციო სარი: იფურთხებოდნენ, იგინებოდნენ და შუა თითი ვუჩვენე

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 34-ე ტურში "იუვენტუსის" დამარცხების (1:0) შემდეგ, "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ ახსნა რატომ უჩვენა შუა თითი მეტოქე გუნდის ქომაგებს სტადიონზე ავტობუსით შესვლისას და განვლილი შეხვედრაც მიმოიხილა:

"მოგება კარგია, მაგრამ "იუვე" ჯერ კიდევ წინაა. რაღა დაგიმალოთ და კმაყოფილი ვარ. არ უნდა მოვდუნდეთ, ასევე გაგრძელება გვმართებს. დიდი მატჩი იყო. გოლი არ გავუშვით. საქმეს სერიოზულად მივუდექით და ლოგიკურად გავიმარჯვეთ.

სკუდეტო? მთავარია, ჩვენი ტიფოზები გავაბედნიერეთ. ახლა მხოლოდ შემდეგ თამაშზე ვფიქრობთ. აქ მოგება ადვილი საქმე როდია. უდიდესი სიამოვნებაა.

იფურთხებოდნენ, იგინებოდნენ და ვუპასუხე. მათ ბიანკონერის
ჭეშმარიტ ქომაგებთან საერთო არაფერი არა აქვთ. არაფერი განსაკუთრებული. ცოტა ვიხალისეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული