ალესანდრო კოსტაკურტა: კარლო ანჩელოტის იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე არ შევთანხმებივართ

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალესანდრო კოსტაკურტამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კარლო ანჩელოტის ღამით რომში იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე შეუთანხმდნენ.

"კარლო რომში პირად საკითხებზე იყო ჩამოსული. მე ყოველთვის იმ სასტუმროში ვბინავდები ხოლმე, სადაც ანჩელოტი იყო და იქ უბრალოდ, შევხვდით ერთმანეთს. სამუშაოზე არ გვისაუბრია, მხოლოდ ვხუმრობდით მის "სკუადრა აძურას" თავკაცად დანიშვნის შესაძლებლობაზე. ასეთ შემთხვევაში, ბევრი რამე იქნებოდა განსახილველი: პროგრამა, ფინანსები და ა.შ.

სამწუხაროდ, სულ სხვა თემებზე ვილაპარაკეთ. მას ერთ-ერთ კანდიდატად განვიხილავთ. მთავარია, წესები არ დავარღვიოთ. ბოლო ვადა 20 მაისია.

შედგება თუ არა ოფიციალური
შეხვედრა? დიახ, თუმცა ჯერ არ ვიცი, როდის. ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, რომლებიც ამჟამად დროებით უმუშევრები არიან. იმათთან ვერ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლებიც კონტრაქტებით თავიანთ კლუბებთან არიან დაკავშირებულნი. ეს პრობლემაა", - განუცხადა კოსტაკურტამ Sport.sky.it-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული