ფლორენციაში "ნაპოლის" 10 000 გულშემატკივარი ჩაჰყვება

AutoSharing Option
იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში, ფლორენციაში "ფიორენტინასთან" გასამართი მატჩისთვის "ნაპოლის" 10 000 გულშემატკივარი ჩაჰყვება.

მათგან თამაშზე დასწრება მხოლოდ 2500 ადამიანს შეეძლება, თუმცა ისინი "არტემიო ფრანკისთან" შეიკრიბებიან და თავიანთ გუნდს გაამხნევებენ.

შეგახსენებთ, კალჩოს დასრულებამდე 4 ტურით ადრე ნეაპოლიტანელები "იუვენტუსს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

ტურინელები თავიანთ მატჩს წინა დღით გამართავენ და მილანში "ინტერს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული