ზაფხულში "მილანი" ნიკოლა კალინიჩს გაასხვისებს

AutoSharing Option
"მილანი" ფლორენციის "ფიორენტინადან" 25 მილიონ ევროდ ნაყიდ ნიკოლა კალინიჩს ზაფხულში ტრანსფერზე დააყენებს. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.

ხორვატმა ფორვარდმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 ბურთი გაიტანა, იმედები ვერ გაამართლა და "როსონერიდან" აბარგება მოუწევს.

"მილანი" ზაფხულში ასევე კარლოს ბაკას გასხვისებასაც გეგმავს, ვინაც "ვილიარეალიდან" უნდა დაბრუნდეს.
სიახლეები პოპულარული