დრამა "სან სიროზე" - მე-15 წუთიდან კაცნაკლულ "ინტერს" "იუვენტუსმა" 87-ე წუთიდან თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 35-ე ტურში "იივენტუსმა" "სან სიროზე" 3:2 დაამარცხა "იუვენტუსი".

მატჩის მე-13 წუთზე დუგლას კოსტამ გახსნა ანგარიში, მე-15 წუთზე კი მარიო მანძუკიჩთან უხეშობისთვის მსაჯმა ნერიაძურის ნახევარმცველი მატიას ვესინო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და ვინ იფიქრებდა თუ თამაში ასე დრამატულად განვითარდებოდა.

შესვენების შემდეგ მაურო იკარდიმ საპასუხო გოლი გაიტანა, 65-ეზე ანდრეა ბარცალიმ ავტოგოლი გაიტანა და თითქოს მილანელები იმარჯვებდნენ, მაგრამ ჯერ 87-ე წუთზე ხუან გუარდადომ ანგარიში 2:2 გახადა, 89-ეზე კი გონსალო იგუაინმა ბიანკონერის გამარჯვება მოუპოვა.

დღეს "ნაპოლი" ფლორენციაში "ფიორენტინას" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნათქვამია,იქ ამბავი იყო,დედა შვილს არ აიყვანდა ხელშიო.აქ ამბავი იყო,დედას შვილი არ გაახსენდებოდა,თამაშის დამთავრებამდე.სპალეტიმ ბოლოსაკენ იკარდი მცველით შეცვალა,რომ ანგარიში შეენარჩუნებინა,მაგრამ ამით იუვეს ხელფეხი გაეხსნა,დამატებითმა მცველმა კი დაცვის თამაში უფრო არია,ვიდრე დაეხმარა და შედეგად ორი გოლიც გაუშვეს.ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით სპალეტიმ შეცდომა დაუშვა.არა და ძალიან მაგარი თამაში იყო, ინტერი ცოდო იყო წასაგებად.იუვენტუსს ბრავო,ბოლომდე იბრძოლეს და გამოჰგლიჯეს გამარჯვება.
სოსო
08:43 29-04-2018
1
Iინტერის მეკარე მოსყიდული იყო?
2

სიახლეები პოპულარული