მაურიციო სარი: ყველაფერი წყალში გადაგვეყარა, ტიფოზების გვრცხვენია

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში "ნაპოლი" "ფიორენტინასთან" 0:3 დამარცხდა და პრაქტიკულად დაკარგა სკუდეტოს მოპოვების შესაძლებლობა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა:

"ამ შეხვედრაში დავკარგეთ ყველაფერი, რაც გვქონდა: ტაქტიკური განსწავლულობა, ხასიათის სიმტკიცე და კონცენტრაცია. თავიდანვე რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით და სწორი რეაგირება ვერ მოვახერხეთ.

როგორც წესი, ჩემი გუნდის წყობიდან გამოყვანა არავის არ შეუძლია, ამჯერად კი ყველაფერი დავკარგეთ. ჩვენი დღე არ იყო. არა მგონია ბიჭებზე "ინტერი"-"იუვენტუსის" შეხვედრის შედეგს ემოქმედა.

იმედია, შემდეგი თამაშისთვის ძალებს მოვიკრებთ. სკუდეტოზე აღარ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიბრძოლოთ და რაც
იქნება, ის იქნება. გვრცხვენია გულშემატკივრების, ისინი "იუვეს" დამარცხების შემდეგ ძალიან იმედიანად იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც გვარი გაქვს ის უნდა გაიკეთო ერთ ადგილას. შენ ვინ გეკითხება "ნაპოლი" მოიგებს თუ წააგებს. მაფია წყვიტავს ყველაფერს და შენ ერთი უბრალო ჭანჭიკი ხარ ამ საქმეში თანაც უსახური. ყველაფერი სხვა გუნდში გამოჩნდება როცა გადახვალ.
............
10:42 30-04-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული