"მილანი" ახალი სტადიონის აშენებას აპირებს

AutoSharing Option
"მილანი" ახალი სტადიონის აშენებას გეგმავს. კლუბის მფლობელი იონგ ჰონგ ლი აპირებს, მონახოს ინვესტორები, რომლებიც აღნიშნულ გეგმას 400/420 მილიონი ევროთი დააფინანსებენ.

მთავარი მიზეზი, რამაც შესაძლოა აღნიშნულ განზრახვას ხელი შეუშალოს, ფინანსური პრობლემებია, რომელიც ამჟამად "როსონერის" აწუხებს და ინვესტორებმაც შესაძლოა თავი ამიტომ შეიკავონ.

ახალი სტადიონის აშენება გრძელვადიანი პროექტია და მას მაღაზიები, რესტორნები და საშოპინგო ცენტრებიც ექნება.

როგორც იცით, კლუბი ამჟამად "სან-სიროზე" "ინტერთან" ერთად ასპარეზობს. სტადიონი ქალაქის მერიის საკუთრებაა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული