მთავარი მიზეზი, რამაც შესაძლოა აღნიშნულ განზრახვას ხელი შეუშალოს, ფინანსური პრობლემებია, რომელიც ამჟამად "როსონერის" აწუხებს და ინვესტორებმაც შესაძლოა თავი ამიტომ შეიკავონ.
ახალი სტადიონის აშენება გრძელვადიანი პროექტია და მას მაღაზიები, რესტორნები და საშოპინგო ცენტრებიც ექნება.
როგორც იცით, კლუბი ამჟამად "სან-სიროზე" "ინტერთან" ერთად ასპარეზობს. სტადიონი ქალაქის მერიის საკუთრებაა.