ჯენარო გატუზო: დაფიქსირებული ანგარიში თამაშის ხასიათს არ ასახავს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსთან" იტალიის თასის ფინალში განადგურების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა.

"ანგარიში თამაშის ხასიათს ნამდვილად არ ასახავს. ჩვენ ძალიან კარგი 56 წუთი ჩავატარეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ გვაჯობა.

მე ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ, ვსწავლობ შეცდომებზე და შესაძლოა, ჩემი შეცდომები ამ მატჩშიც იყო.

ახლა მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ და ევროპის ლიგაზე გავიდეთ", - აღნიშნა გატუზომ.

▶ "მილანმა" "იუვენტუსს" მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო და თასს "იუვენტუსი" დაეუფლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული