"მილანი" გაძლიერებას "ვალენსიას" ფორვარდით აპირებს

AutoSharing Option
ესპანურ პრესას თუ დავუჯერებთ, "მილანი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სიმონე ძაძას დამატებას შეეცდება.

"როსონერი" 26 წლის ფორვარდის ტრანსფერს სრული სერიოზულობით უდგება და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდასაც აპირებს.

"მილანი" წინა ხაზში ზაფხულში სრულ გადახალისებას აპირებს. გუნდიდან წავლენ კარლოს ბაკა, ნიკოლა კალინიჩი და ანდრე სილვა.

გუნდის გაძლიერებას ლომბარდიელები კი სიმონე ძაძას სახით აპირებენ.

ძაძა ამჟამად "ვალენსიაში" ირიცხება, იქამდე კი "ვესტ ჰემსა" და ტურინის "იუვენტუსშიც" ირჯებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული