"იუვენტუსი" ზედიზედ მეშვიდედ გახდა იტალიის ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 37-ე ტურში "იუვენტუსი" სტუმრად დაუზავდა "რომას" (0:0) და მიჯრით მეშვიდედ მოიპოვა სკუდეტო.

ამ შეხვედრაში მსაჯმა 68-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა ჯალოროსის ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანი.

"ნაპოლიმ" გასვლაზე 2:0 მოუგო "სამპდორიას". გოლები არკადიუშ მილიკმა და რაულ ალბიოლმა გაიტანეს.

ნეაპოლური გუნდი ბიანკონერის 4 ქულით ჩამორჩა და ერთი ტურით ადრე ოქროს მედლებისთვის ბრძოლა შეწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული